რეფლექსია სსიპ ქალაქ სამტრედიის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეა გაგუა 1.რამდენად მნიშვნელოვანია და აქტუალური პროექტით გათვალისწინებული საკითხები? პროექტის მიზანია ბავშვებს ვასწავლოთ რომ ისინი მუდმივად უნდა ზრუნავდნენ ,რომ მათ ირგვლივ იყოს ეკოლოგიურად სუფთა გარემო. მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში, სკოლის მოსწავლეებში ეკო-კულტურული ცნობიერების ამაღლება. ეკოლოგიური თვითშეგნების ამაღლება ნამდვილადაა ჯანმრთელობის ნობათი .სამწუხაროდ, თითოეული ჩვენგანი ხშირად ეკოლოგიური გარემოს დაბინძურების მიზეზი ხდება. ვხედავთ დაბინძურებულ ქუჩებს, ნადგურდება ხეები, ჰაერი გაჟღენთილია მავნე გამონაბოლქვით, რაც ხელს უწყობს ინფექციური და ონკოლოგიური დაავადებების გავრცელებას. პროექტის მონაწილეებს გაუჩნდებათ ინტერესი გარემომცველი სამყაროს მიმართ. გაიზრდება ჩართულობის ხარისხი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განხორციელების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ესთეტიკურ განვითარებას, სამყაროს შეცნობას, საკუთარი როლის განსაზღვრას სამ...
Comments
Post a Comment