Posts

პროექტი "სიკეთე გადამდებია"

Image

სიკეთე გადამდებია

Image
2023 წლის 15 აპრილს განვახორციელე პროექტი " სიკეთე გადამდებია". დღეს დღეობით კვლავაც არიან ხანდაზმულები , რომლებსაც აკლიათ ოჯახური სითბო და მზრუნველობა . მოსწავლეებში თანაგრძნობის , თანაგანცდის უნარის ჩამოყალიბების მიზნით გადავწყვიტე პროექტის „სიკეთე გადამდებია“ განხორციელება. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა და თანაგრძნობის გამოხატვა. მოხუცები, რომლებიც თავშესაფარში ცხოვრობენ ერთგვარად მოწყვეტილები არიან გარე სამყაროს და ნაკლები კონტაქტი აქვთ ახალგაზრდებთან. მოხუცებს შორის ზოგი თავად ირჩევს ამ გზას, ზოგს კი უბრალოდ სხვა გზა არა აქვს. ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მათ ჰქონოდათ ერთი ლამაზი დღე, რომელიც არ იქნებოდა ადვილად დასავიწყებელი. მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და დავავალე მოეძებნათ მოთხრობები ხანდაზმულებისა და ბავშვების ურთიერთობაზე და წაკითხულის გარშემო ისაუბრებდნენ პერსონაჟებზე , რა მოეწონათ , ან არ მოეწონათ, რატომ უნდა გავუფრთხილდეთ და მოვეფეროთ მოხუცებს. შემდეგ კი ესტუმრებიან მოხუცთა პანსიონატ „სათნოების

დარგე ხე მუზეუმში

Image
რეფლექსია სსიპ ქალაქ სამტრედიის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეა გაგუა 1.რამდენად მნიშვნელოვანია და აქტუალური პროექტით გათვალისწინებული საკითხები? პროექტის მიზანია ბავშვებს ვასწავლოთ რომ ისინი მუდმივად უნდა ზრუნავდნენ ,რომ მათ ირგვლივ იყოს ეკოლოგიურად სუფთა გარემო. მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში, სკოლის მოსწავლეებში ეკო-კულტურული ცნობიერების ამაღლება. ეკოლოგიური თვითშეგნების ამაღლება ნამდვილადაა ჯანმრთელობის ნობათი .სამწუხაროდ, თითოეული ჩვენგანი ხშირად ეკოლოგიური გარემოს დაბინძურების მიზეზი ხდება. ვხედავთ დაბინძურებულ ქუჩებს, ნადგურდება ხეები, ჰაერი გაჟღენთილია მავნე გამონაბოლქვით, რაც ხელს უწყობს ინფექციური და ონკოლოგიური დაავადებების გავრცელებას. პროექტის მონაწილეებს გაუჩნდებათ ინტერესი გარემომცველი სამყაროს მიმართ. გაიზრდება ჩართულობის ხარისხი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განხორციელების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ესთეტიკურ განვითარებას, სამყაროს შეცნობას, საკუთარი როლის განსაზღვრას სამ

პროექტი

2022 წლის 17 ნოემბერს განვახორციელე სასწავლო პროექტი "როგორც ერთია ქვეყანა მრთელი, ისე ერთია გალაკტიონი". პროექტის ნახვა შესაძლებელია ლინკზე

დააჯგუფე არსებითი სახელები!

შეამოწმე შენი ცოდნა!