სიკეთე გადამდებია

2023 წლის 15 აპრილს განვახორციელე პროექტი " სიკეთე გადამდებია". დღეს დღეობით კვლავაც არიან ხანდაზმულები , რომლებსაც აკლიათ ოჯახური სითბო და მზრუნველობა . მოსწავლეებში თანაგრძნობის , თანაგანცდის უნარის ჩამოყალიბების მიზნით გადავწყვიტე პროექტის „სიკეთე გადამდებია“ განხორციელება. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა და თანაგრძნობის გამოხატვა. მოხუცები, რომლებიც თავშესაფარში ცხოვრობენ ერთგვარად მოწყვეტილები არიან გარე სამყაროს და ნაკლები კონტაქტი აქვთ ახალგაზრდებთან. მოხუცებს შორის ზოგი თავად ირჩევს ამ გზას, ზოგს კი უბრალოდ სხვა გზა არა აქვს. ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მათ ჰქონოდათ ერთი ლამაზი დღე, რომელიც არ იქნებოდა ადვილად დასავიწყებელი. მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და დავავალე მოეძებნათ მოთხრობები ხანდაზმულებისა და ბავშვების ურთიერთობაზე და წაკითხულის გარშემო ისაუბრებდნენ პერსონაჟებზე , რა მოეწონათ , ან არ მოეწონათ, რატომ უნდა გავუფრთხილდეთ და მოვეფეროთ მოხუცებს. შემდეგ კი ესტუმრებიან მოხუცთა პანსიონატ „სათნოების სახლს“ და მოინახულებენ იქ მცხოვრებ ხანდაზმულებს, გამოხატავენ თანაგრძნობას , თავადვე დაწერენ ,სიყვარულით და სითბოთი სავსე ბარათებს და გადასცემენ სამახსოვროდ. მშობლებმა და მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი შეეძინათ პროდუქტები და გადაეცათ მათ მიერ შეძენილი ტკბილეული , თუ თავის მოვლის საშუალება. მაგალითი მივეცით ახალგაზრდებს. ყველამ იცოდეს , რომ ჩვენც დავბერდებით. პროდუქტების შესაგროვებელი ფული მოსწავლეებმა თავად გამოიმუშავეს. საკუთარი ხელით დაამზადეს ხელნაკეთი ნივთები და ყვავილები და ჩააბარეს ყვავილების მაღაზიას, მ • პროექტის განხორციელების შემდეგ : ა) ჩვენი იქ მისვლით , მოხუცებს მივანიჭებთ უდიდეს სიამოვნებას და სიხარულს , არ იგრძნობენ თავს მიტოვებულად; ბ) ბავშვებს კიდევ უფრო გაუჩნდებათ სიკეთის კეთების სურვილი და მიხვდებიან , რომ ამ ჟესტით მათ მოიხადეს მოქალაქეობრივი ვალი, კიდევ ერთხელ გააცნობიერებენ იმას , რომ მოხუცებს უნდა გაუფრთხილდნენ , მოეფერონ ; გ) განუვითარდებათ საკომუნიკაციო უნარები; დ) გან ივითარებენ საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარს .

Comments

Popular posts from this blog

ანი ბანი და განი