დარგე ხე მუზეუმში

რეფლექსია სსიპ ქალაქ სამტრედიის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეა გაგუა 1.რამდენად მნიშვნელოვანია და აქტუალური პროექტით გათვალისწინებული საკითხები? პროექტის მიზანია ბავშვებს ვასწავლოთ რომ ისინი მუდმივად უნდა ზრუნავდნენ ,რომ მათ ირგვლივ იყოს ეკოლოგიურად სუფთა გარემო. მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში, სკოლის მოსწავლეებში ეკო-კულტურული ცნობიერების ამაღლება. ეკოლოგიური თვითშეგნების ამაღლება ნამდვილადაა ჯანმრთელობის ნობათი .სამწუხაროდ, თითოეული ჩვენგანი ხშირად ეკოლოგიური გარემოს დაბინძურების მიზეზი ხდება. ვხედავთ დაბინძურებულ ქუჩებს, ნადგურდება ხეები, ჰაერი გაჟღენთილია მავნე გამონაბოლქვით, რაც ხელს უწყობს ინფექციური და ონკოლოგიური დაავადებების გავრცელებას. პროექტის მონაწილეებს გაუჩნდებათ ინტერესი გარემომცველი სამყაროს მიმართ. გაიზრდება ჩართულობის ხარისხი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განხორციელების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ესთეტიკურ განვითარებას, სამყაროს შეცნობას, საკუთარი როლის განსაზღვრას სამყაროსთან მიმართებაში, მონაწილე იგრძნობს თავს სამყაროს შემადგენელ ნაწილად. 2.რამდენად ნათელია, მიღწევადი და ესგს-ს შესაბამისი პროექტის მიზნები ? ვფიქრობ ,პროექტის მიზანი არის ნათელი ,კონკრეტული და მოსწავლეთა შესაძლებლობებიდან გამომდინარე მიღწევადი, ის შეესაბამება ესგ-თი დასახულ მიზნებს, ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას და პატრიოტული ღირებულებების მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას. ამასთან, პროექტის აქტივობები ხელს შუწყობს მოსწავლეთა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, კომუნიკაციის , XXI საუკუნის სხვა უნარების განვითარებას. პროექტის მიზნები უშუალო კავშირშია პროექტის შედეგებთან. აღსანიშნავია, რომ პროექტით დასახული მიზანი ჩატარებული აქტივობების საფუძველზე პროექტის ბოლოს ჩვენს მიერ მიღწეულ იქნა. 3. ვითვალისწინებ თუ არა სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ესგ-ს მიზნებსა და სტანდარტებს? ქართ.საბ.11.ზეპირმეტყველების, კითხვის, წერის სტრატეგიების მიზნის შესაბამისად შერჩევა და ადეკვატურად გამოყენება; ის.ტექნ.დაწყ.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში. გეო.საბ.11. მდგრადი განვითარების გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის გააზრება მოსახლეობის კეთილდღეობისთვის; 5 4. ვითვალისწინებ თუ არა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას? პროექტში გათვალისწინებულია 21-ე საუკუნის შემდეგი უნარ-ჩვევების განვითარება: მასალის სტრუქტურულად დალაგების ,კომუნიკაციისა და თანამშრომლობის , შემოქმედებითი მიდგომის, თვალსაჩინოებების გამოყენება , საინფორმაციო ტექნოლოგიებზე მუშაობის და პრეზენტაციის , შეფასების, ურთიერთშეფასებისა და XXI საუკუნის სხვა უნარებს. 5. პროექტის დაგეგმვისას გათვალისწინებულია თუ არა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები? პროექტის დაგეგმვისას გათვალისწინებულია პროექტის აქტუალობიდან გამომდინარე მიმართულების მიმცემი – საკვანძო, თემატური და შინაარსობრივი კითხვები , რომლებიც განსაზღვრავენ პროექტის აქტივობებისა და მნიშვნელოვანი ცნებების არსს. 6. რამდენად მრავალფეროვანია პროექტში გათვალისწინებული პროდუქტები, სტრატეგიები და რესურსები? პროექტში გათვალისწინებული შესაქმნელი პროდუქტები , ცოდნის დემონსტრირების ფორმები, რომელთა შექმნაშიც მონაწილეობდნენ პროექტის მონაწილე მოსწავლეები, მრავალფეროვანია და გათვლილია მოსწავლეთა მრავალმხრივი უნარების განვითარებაზე. პროექტი ატვირთულია ბლოგზე- მრავალფეროვანია პროექტში გათვალისწინებული რესურსებიც, ციფრული ტექნოლოგიები ,ინტერნეტ-საიტები ,სასწავლო თვალსაჩინოება, საკანცელარიო ინვენტარი და სხვა). ამასთან ერთად, ციფრული და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს პროექტის თემის საფუძვლიანად ათვისებას და XXI საუკუნის უნარების განვითარებას. 8. დაგეგმილი აქტივობები შეესაბამება თუ არა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და მოსწავლეთა შესაძლებლობებს? ესგ-ს მიხედვით პროექტის ყოველი აქტივობა შეესაბამება საკვლევი თემაზე არსებული ცოდნის გაღრმავებასა და განმტკიცებას ,მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას .რაც ხელს უწყობს პროექტით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას, ხოლო დავალებების სირთულე და მოსწავლეთა ჩართულობა გათვლილია მათ ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე. პროექტის საგანმანათლებლო პროცესი თავისი არსით მოითხოვს მოსწავლეების მხრივ განსაკუთრებულ აქტიურობას, რაც გულისხმობს მოსწავლეების მიერ არა მხოლოდ აქტიურ მონაწილეობას განათლების მიღების პროცესში, არამედ თანატოლების სწავლის პროცესში მონაწილეობასაც. ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანია მონაწილეთა ურთიერთკომუნიკაცია და თანამშრომლობა. ამასთან, ქცევის თავისუფალი არჩევანი და დემოკრატიული პედაგოგიური გარემო მოსწავლეთა აქტივობისა მოტივაციისა და სტიმულირების მნიშვნელოვანი ფაქტორია. აღნიშნულმა საგანმანათლებლო პროექტმა, როგორც სასწავლო სტრატეგიამ აამაღლა მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია, მათ საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერებისა და განვითარებისათვის მეტი სტიმული მისცა. 9. როგორ იკვეთება პროექტში სასწავლო დისციპლინების კავშირი და ინტეგრირება? პროექტში ინტეგრირებულია სამი სასწავლო დისციპლინა – ქართული , გეოგრაფია და ისტი. 10. საკმარისია თუ არა პროექტის აქტივობებზე გათვლილი დრო შედეგების მისაღწევად? პროექტის შინაარსიდან გამომდინარე დაგეგმილი აქტივობების განხორციელების ,ანალიზის , შეფასებისა და დასახული შედეგების მისაღწევად საკმარისად მიგვაჩნია ორი კვირა.(20.04.2023-3.05.2023) 11. პროექტზე მუშაობისას რისთვის უნდა მიმექცია მეტი ყურადღება და რა გავითვალისწინო მომავალში? პროექტით ჩატარებული აქტივობების ანალიზისა და თვითშეფასების საფუძველზე დავასკვენით, რომ :  მოსწავლეთა მიერ სასურველი აქტივობის ასარჩევად უფრო მეტი ალტერნატიული ქცევის შესაძლებლობები უნდა გაგვეთვალისწინებინა;  ყოველი აქტივობის ბოლოს მეტი ყურადღება უნდა დაგვეთმო მოსწავლეთა მიერ საკუთარი ქცევის რეფლექსიის პროცესისათვის, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია პიროვნული თვითგანვითარების, თვითშეფასებისა და კრიტიკული ანალიზის უნარების განვითარებისათვის;  განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიგვექცია ჯგუფურ მუშაობაში არსებული პრობლემების კვლევასა და დაძლევის მექანიზმებზე; 12. გათვალისწინებულია თუ არა მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგიები და რამდენად შეესაბამება მოსწავლეთა შესაძლებლობებს? პროექტში მოსწავლეებთან მუშაობისას საგაკვეთილო პროცესებში მოსწავლეთა მონაწილეობის შეფასების რუბრიკები, პრაქტიკული მუშაობის ჩანაწერები ,დაკვირვების დღიურები, სამუშაოების ჩამონათვალის ჩეკლისტები, გამოკითხვები და შეფასების სხვადასხვა რუბრიკები. პრეზენტაციები ,ან ეტაპობრივი შეფასებები ,მუშაობის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალა. პროექტის მონაწილეები თავად ღებულობდნენ მონაწილეობას შეფასების ფორმების შემუშავებაში სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად. 13. გათვალისწინებულია თუ არა პროექტის განხორციელების რისკები და ხარვეზების თავიდან აცილების სტრატეგია? პროექტის განხორციელებისას რისკებისა და ხარვეზების თავიდან ასაცილებლად ყურადღება მიექცა: მოსწავლეთა ინტერესებს ,ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, უნარებს და ამ მხრივ არსებულ პრობლემებს; პროექტის აქტივობის დაგეგმვას ,ჩატარებას და შეფასებას მოსწავლეთა მიერ ურთიერთთანამშრომლობით; ყოველი აქტივობის ბოლოს რეფლექსიას, კრიტიკულ ანალიზსა და თვითშეფასებას; შესაფერის პედაგოგიურ გარემოს, მოქმედების ალტერნატივების შექმნასა და აქტივობის თავისუფალ არჩევანს. 14, რამდენად ლოგიკურადაა აგებული პროექტი? ჩვენი აზრით, პროექტის ყოველი აქტივობა ერთმანეთთან ლოგიკურ კავშირშია და ერთმანეთის თანამიმდევრული გაგრძელებაა. დაწყებული ინფორმაციის კვლევიდან დამთავრებული შეჯამებით პროექტის ყოველი აქტივობა თემასთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავებასა და განმტკიცებას ემსახურება. 15. რა იყო პროექტში ყველაზე მეტად ღირებული შედეგები ? სამიზნე ჯგუფად შევარჩიე VII კლასის 17 მოსწავლე . მუშაობის ეფექტურად წარმართვისათვის მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების დადგენა .ეს სამუშაოს წარმატების, მოსალოდნელი პრობლემის გადაჭრისა და ინიციატივის განხორციელების წინაპირობად მიმაჩნია. პროექტის მიზნის გაცნობამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია .ვინაიდან, მათ არასოდეს მიუღიათ მონაწილეობა ისეთ აქციაში, როგორიცაა ხის დარგვა მუზეუმში და ამავე დროს არ ფლობდნენ ინფორმაციას ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. პროექტი ორმაგად საინტერესო აღმოჩნდა , რადგან დიდი ქართველი მამულიშვილის , ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს ვესტუმრეთ , დავრგეთ ხე , დავტოვეთ კვალი და საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ , უაღრესად განათლებული, ნიჭიერი და საინტერესო, დროს გასწრებული ადამიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. მოსწავლეების მაღალი მოტივაციიდან გამომდინარე შევიმუშავე გეგმა როგორ და რა ვადებში რა რესურსებით ვიმუშავებდი მათთან .პროექტი დავგეგმეთ და განვახორციელეთ ორი კვირის განმავლობაში (20.04. 2023- 3.05.2023) . ვმუშაობდით გუნდურად ,ჯგუფურად ,ინდივიდუალურად. მოვიძიეთ რესურსები და დავგეგმეთ როგორი აქტივობებით ჩავატარებდით თითოეულ შეხვედრას. მუშაობა წარიმართა შემდეგი გეგმით: მოსწავლეებთან ერთად მოვახდინეთ ჯგუფების შექმნა. ჯგუფებმა გადაინაწილეს დავალებები. I -ჯგუფმა მოამზადა პრეზენტაცია Pover Point-ის დახმარებით; II -ჯგუფმა იმუშავა თემაზე: რატომ უნდა დავრგოთ ხე ; III -ჯგუფმა დაამზადა კედლის გაზეთი. განსაკუთრებული იყო მშობელთა ჩართულობა პროექტის განხორციელების პროცესში, რომლებიც გამოხატეს კეთილი ნება და მუზეუმისთვის დასარგავი ნერგები მოგვაწოდეს. პროექტის ბოლო აქტივობა იყო ვიზიტი ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში . პროექტზე მუშაობა წარიმართა ეროვნული სასწავლო გეგმის და პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების მოთხოვნის შესაბამისად. პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეები გაიწაფნენ Pover Point პროგრამის მეშვეობით პრეზენტაციის მომზადებაში .ინფორმაციის მოძიებასა და დახარისხებაში .დაგეგმილმა აქტივობებმა მოსწავლეებს აუმაღლა მოტივაცია ინტერესი, გაუუმჯობესდათ დამოუკიდებელი მუშაობის, ჯგუფური, თანამშრომლობითი თუ წყვილებში მუშაობის უნარ-ჩვევები. გაუღრმავდათ კომუნიკაციის, მეგობრობის ,გულშემატკივრობის თვისებები .განუვითარდათ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების, შემწყნარებლობის პატივისცემის უნარები .ეს ყოველივე ხომ XXI საუკუნის ძირითადი უნა რ-ჩვევებია, რომელთა გარეშეც მოსწავლეებს გაუჭირდებათ სოციუმში ადაპტირება .განსაკუთრებული იყო მოსწავლეების აქტიური ჩართულობა ნერგების დარგვის პროცესში. გამახსენდა კონფუცის ცნობილი სიტყვები „მითხარი და დამავიწყდება, მასწავლე და დავიმახსოვრებ, ჩამრთე და ვისწავლი".

Comments

Popular posts from this blog

ანი ბანი და განი