Posts

პრეზენტაცია " აღმოაჩინე საქართველო"

ყვავილები

კომპლექსური დავალება. ათონის გზამკვლევი

პროექტი " დარგე ხე მუზეუმში"

პროექტი "სიკეთე გადამდებია"

Image

სიკეთე გადამდებია

Image
2023 წლის 15 აპრილს განვახორციელე პროექტი " სიკეთე გადამდებია". დღეს დღეობით კვლავაც არიან ხანდაზმულები , რომლებსაც აკლიათ ოჯახური სითბო და მზრუნველობა . მოსწავლეებში თანაგრძნობის , თანაგანცდის უნარის ჩამოყალიბების მიზნით გადავწყვიტე პროექტის „სიკეთე გადამდებია“ განხორციელება. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა და თანაგრძნობის გამოხატვა. მოხუცები, რომლებიც თავშესაფარში ცხოვრობენ ერთგვარად მოწყვეტილები არიან გარე სამყაროს და ნაკლები კონტაქტი აქვთ ახალგაზრდებთან. მოხუცებს შორის ზოგი თავად ირჩევს ამ გზას, ზოგს კი უბრალოდ სხვა გზა არა აქვს. ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მათ ჰქონოდათ ერთი ლამაზი დღე, რომელიც არ იქნებოდა ადვილად დასავიწყებელი. მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და დავავალე მოეძებნათ მოთხრობები ხანდაზმულებისა და ბავშვების ურთიერთობაზე და წაკითხულის გარშემო ისაუბრებდნენ პერსონაჟებზე , რა მოეწონათ , ან არ მოეწონათ, რატომ უნდა გავუფრთხილდეთ და მოვეფეროთ მოხუცებს. შემდეგ კი ესტუმრებიან მოხუცთა პანსიონატ „სათნოების ...