Posts
Showing posts from 2017
- Get link
- X
- Other Apps
2017 წლის 18 მარტს სამტრედიის N 3 საჯარო სკოლაში დასრულდა ისტ-ის მე-3 დონის ტრენინგი. ტრენინგის მე-9დღეს შევისწავლეთ: 1.პროექტების პრეზენტაცია 2.ვიდეოგაკვეთილების გვერდის შექმნა 3.პროექტის შაბლონის გადმოწერა 4.დრაივში დოკუმენტის რედაქტირება 5.დღეს ტრენინგის ბოლო დღეა.ტრენინგი იყო საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული.ტრენინგზე მივეღე ძალიან ბევრი ინფორმაცია,რომელსაც გამოვიყენებ პრაქტიკაში. მადლობავს ვუხდი ტრენერ გიორგი ჩაჩუას გაწეული მუშაობისათვის.
ანი ბანი და განი
- Get link
- X
- Other Apps
ანი ბანი და განი და მართლა არ ვიცი რა მინდა , ალბათ პატარა და მინდა ღმერთო , დამინდე , ამინ და ანი ბანი და განი და . მინდა ამოვძვრე კანიდან , სიცოცხლე მინდა თავიდან . სიკვდილი მინდა ?- არ მინდა , არა როგორმე გავუძლებ , არა როგორმე ავიტან დღეებს , რომლებიც სვე - ბედმა გამი - წვიმ - ავდარ - ამინდა . ანი ბანი და განი და ბედის ცამეტი განედი ვერ გავისიგრძეგანე და მისი უღრმესი ქანიდან ვყვირივარ : ანი ბანი და განი და დანი ზანი და თანდათან თანი კანი და ლანი და მანი მანი და მე ნანი - ნანი - ნა მინდა . ვეფხვის ტყავისა გაძრობა ამ გატანჯული ტანიდან და წასვლა იერუსალიმს , კანას ქორწილში სმა მინდა . მეგზურად მწყემსი ძმა მინდა : პანი და ჟანი რანი და ფანი და ღანი ყანი და შანი ჩანი და ქანი და ეზო - კარიდან , ყანიდან მუნ ჩემი ბაღის ნაყოფის მიტანა ქანაანიდან . მე ცაზე ცანი ვცანი და ჯანი და ზანი წანი და მინდა გამოსვლა წამიდან , ვეებერთელა ცა მინდა . ვიწრო ბილიკის მაგიერ ათი ათასი გზა მინდა . გზა მინდა მნათ...